მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“აქვს დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა და კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს”-ეკატერინე ტიკარაძე სააკაშვილზე

“პაციენტს აქვს დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა და კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს”- ასე შეაფასა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ რუსთავის მეორე დაწესებულებაში მოშიმშილე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მინისტრი განმარტავს, რომ სააკაშვილს, თავად პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალი მეთვალყურეობს.

„თქვენ იცით, რომ მე საერთოდ ვეწინააღმდეგები პაციენტის პირადი ინფორმაციის გაცემას. პაციენტს აქვს საკმაოდ დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა და კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს, თუმცა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის მხრიდან უზრუნველყოფილია ყველა ის საჭირო ინსტრუმენტული კვლევა და ასევე მედიკამენტოზური დახმარება, რომელსაც პაციენტი ამ ეტაპისთვის საჭიროებს“- განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი მეოცე დღეა, საპატიმროში შიმშილობს.

ყოფილი პრეზიდენტის მეთვალყურეობისათვის შექმნილია ექიმების ხუთკაციანი კონსილიუმი, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button