სახალხო დამცველი პარლამენტში
ნინო ლომჯარიას მოხსენება პარლამენტში – სახალხო დამცველს დეპუტატებმა საპრეზიდენტო არჩვენების დროს გამოვლენილ დარღვევებსა და გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვები.
რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ნინო ლომჯარიას ია კერზაიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სთხოვეს პასუხის გაცემა.
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო – რეგიონების“ წევრმა, ლაშა დამენიამ აღნიშნა, რომ ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლაში ანონიმური წერილის საფუძველზე შევიდა გენერალური ინსპექცია და სთხოვა, ლომჯარიას, რომ ამ საკითხზე სახალხო დამცველის აპარატმა იმუშაოს.
ნინო ლომჯარიამ დეპუტატის პასუხად აღნიშნა, რომ დღევანდელ სხდომაზე 2017 წლის მოხსენება წარადგინა, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევები 2018 წლის ანგარიშში მოხვდება, რომელსაც ის პარლამენტს მარტში წარუდგენს. თუმცა, აღნიშნა, რომ ია კერზაიას საქმეს სწავლობს და ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ზუგდიდის სკოლაში გენერალური ინსპექციის შესვლის შესახებ.
მოისმინეთ ლაშა დამენიასა და ნინო ლომჯარიას ხმები.
დეპუტატი ემზარ კვიციანი დაინტერესდა, თუ რატომ წავიდა სახალხო დამცველის აპარატი მის მიერ ინიცირებული კანონპროექტის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც მუსლიმი ქალებისთვის ნიქაბისა და ბურკის ტარება უნდა აკრძალულიყო და რომელთან დაკავშირებითაც, მუსლიმ სასულიერო პირებსაც კი არ გამოუთქვამთ უკმაყოფილება. კითხვის პასუხად, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის დადგენილების თანახმად, ქალებისთვის აღნიშნული ტანისამოსის აკრძალვა დისკრიმინაციულია.
მოისმინეთ ემზარ კვიციანისა და ნინო ლომჯარიას ხმები.