მნიშვნელოვანისიახლეები

სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე

მე-18 პენიტენციური სამკურნალო დაწესებულება კარგად არის აღჭურვილი თუმცა არ არის იმისთვის მზად რომ ასეთ მდგომარეობაშ მყოფ პაციენტს მკურნალობა გაეწიოს.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დასკვნა გამოაქვეყნა.

კონსილიუმის გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილი ამ ეტაპზე არ საჭიროებს რეანიმაციულ ღონისძიებებს თუმცა მდგომარეობა მალე შეიძლება კრიტიკული გახდეს, ამიტომ სპეციალისტები სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაციით გამოდიან.

დასკვნა ორ ნაწილიანია. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად შეფასდა გლდანის ციხის საავადმყოფოს აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა.

პაციენტის მდგომარეობის შეფასება

მიმდინარე სტატუსი – კრიტიკული

რისკის განმსაზღვრელი ფაქტორები:

1. შიმშილობის 48 დღე დასტურდება

2. ვერნიკეს ენცეფალოპათია

3. პერსისტენტული ჰიპოკალემია – 08.11.2021 იდან

4. ანემია – თალასემია + გასტროინტესტინალური სისხლდენის მაღალი ალბათობა

5. სრულყოფილ მკურნალობაზე უარის თქმა

6. მაღალი სტრესული გარემო

მოსალოდნელი გართულებები უახლოეს მომავალში

1. ვერნიკეს ენცეფალოპათიის დამძიმება – კომით, ეპილეფსიური სტატუსით

2. ჰიპოკალემიით გამოწვეული ლეტალური არითმია, რაბდომიოლიზი, თირკმლის უკმარისობა

3. გასტრო ინტესტინალური სისხლდენა

4. ჰემოლიზი – თალასემია + ჰიპოფოსფატემია

5. პულმონური ემბოლიზმი (იმობილიზაციის და დეჰიდრატაციის გამო)

6. გულის უკმარისობა

7. შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში, კვების აღდგენის (რეფიდინგის) სინდრომი

აღნიშნული რისკების მქონე პაციენტის სამკურნალო დაწესებულებაში უნდა არსებობდეს:

1. შესაბამისი აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა

2. მულტიდისციპლინური სამედიცინო პერსონალი

3. რთული პაციენტის მართვის გუნდური გამოცდილება

4. პოლიპროფილური სამედიცინო მომსახურების 24 საათიანი და გადაუდებელი ხელმისაწვდომობა

დასკვნა:

პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები:

გიორგი გრიგოლია

გრიგოლი ხურციძე

გიორგი კაჭარავა

გიორგი პაპიაშვილი

აიდა გოზალოვა

თენგიზ წულაძე

ნინო ზავრაშვილი

მამუკა მაჩაიძე

ექიმების და ნინო ლომჯარიას ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button