სპორტი
საქართველოში 2022 წლიდან ვიდეორეფერის სისტემა დაინერგება

2022 წლიდან საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ვიდეორეფერის სისტემა დაინერგება.
სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ, თბილისში ორდღიანი ვიზიტით ფიფას წარმადგენლები ჩამოვიდნენ.
სამუშაო ჯგუფს,რომლის ფარგლებშიც VAR-ის სისტემის დანერგვა და მსაჯების გადამზადება დაიგეგმება,ფიფას ყოფილი არბიტრი გიორგი ვადაჭკორია უხელმძღვანელებს.
ვადაჭკორიას მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია,რომ VAR-ის სისტემის დანერგვის პროცესი საქართველოში მიმდინარე წლის გაზაფხულიდან დაიწყო და შეხვედრები სპეციალისტებთან ონლაინ რეჟიმით იმართებოდა.ახლა კი მსოფლიო ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ადგილზე აკვირდებიან პროცესს,რომელიც ქართული ფეხბურთისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.-აცხადებს ვადაჭკორია.