საყდრისის კომიტეტის წევრები ივანიშვილს სიცრუეში ადანაშაულებენ

საყდრისის კომიტეტის წევრები ბიძინა ივანიშვილის სიცრუეში ადანაშაულებენ.

მათი თქმით, ყოფილი პრემიერი ორი დღის წინ სატელევიზიო ინტერვიუს დროს ჩადენილი დანაშაულის გამართლებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობდა. საყდრისის კომიტეტში ამბობენ, რომ მაღაროში ყველაფერი ღირებული რეალურად განადგურდა. ამის დასტურად დღევანდელ ბრიფინგზე კომიტეტის წევრებმა ფოტომასალაც წარმოადგინეს.

მოუსმინეთ საყდრისის კომიტეტის წევრის ხმას ►

ბიძინა ივანიშვილის მტკიცებით, საყდრისის მაღაროში ყველაფერი შესწავლილია, აღმოჩენილი ღირებული მასალა კი შენახულია. ეს განცხადება ივანიშვილმა ჟურნალისტ სალომე ასათიანთან ინტევიუში გააკეთა.

მოუსმინეთ ბიძინა ივანიშვილის ხმას ►

მსგავსი პოსტები

Back to top button