საქართველოსიახლეები

სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განმარტებით, სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი 2 000 ბავშვიდან, 70% ოჯახიდან ძალადობის გამო გამოიყვანეს.

„კარგს ვერ ვიტყოდი, მაგრამ უკეთესი სტატისტიკა გვაქვს ბავშვთა მიტოვების მიმართულებით. ბავშვების ოჯახებიდან გამოყვანა ხდება ძირითადად იმ შემთხვევაში, როცა ოჯახში ძალადობა ფიქსირდება და ეკონომიკური ფაქტორები ნელ-ნელა იკლებს. დაახლოებით, 70 პროცენტი ბავშვებისა, რომლებიც სოციალურმა მუშაკებმა გამოიყვანეს, 2019-2020 წლის განმავლობაში არიან ძალადობის მსხვერპლები და შესაბამისად, მყისიერი რეაგირება იყო სახელმწიფოს მხრიდან საჭირო.” – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

რაც შეეხება დანარჩენ 30 პროცენტს, მინისტრის მოადგილის განმარტებით, მათი პრობლემები ეკონომიკურ სიდუხჭირესთან არის დაკავშირებული.

„დანარჩენი 30 პროცენტი იყო ის ეკონომიკური ფაქტორები, რომელიც სიდუხჭირესთან არის დაკავშირებული. ჩვენი მხრიდან მყისიერი რეაგირება იყო საჭირო, შესაბამისად, ბავშვები დროებით გადმოვიყვანეთ სახელმწიფო ზრუნვაში.”- ამბობს ბარკალაია.

მსგავსი პოსტები

Back to top button