რეგიონი

სახელმწიფო რწმუნებულებისა და მათი მოადგილეების ნაწილმა 2021 წლის დეკლარაციები ხარვეზებით შეავსო

სახელმწიფო რწმუნებულებისა და მათი მოადგილეების ნაწილმა 2021 წლის დეკლარაციები ხარვეზებით შეავსო, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევაში.

დოკუმენტში მათ შორის საუბარია სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ორ მოადგილეზე, ლუდუკ ხასაიასა და დავით კუხალეიშვილზე.

ორგანიზაციის ცნობით,დავით კუხალეიშვილს 2021 აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში არ აღუნიშნავს, რომ ფლობს 683 კვ.მ არასასოფლო მიწის ნაკვეთს და სახლს ქალაქ ზუგდიდში.
მას ასევე არ აქვს დეკლარირებული მეუღლის, მაია მალაშხიას საკუთრებაში არსებული სარდაფი და ორი სხვადასხვა ბინა ქალაქ თბილისში. ასევე თბილისში, ლისზე მდებარე 400 კვ.მ. სასოფლო დანიშნულების მიწა.

რაც შეეხება ლუდუკ ხასიას, მას 2021 წლის 5 ოქტომბერს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითებია, რომ მის შვილს, ლევან ხასიას ეკუთვნის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 2800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ზუგდიდის სოფელ ნარაზენში.

ჯამში, “გამჭვირვალობის” ცნობით, ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციაში, 36 მოქმედი თანამდებობის პირიდან დეკლარაცია 12-მა, საერთო რაოდენობის 33 პროცენტმა ხარვეზებით შეავსო. მათგან 6 თანამდებობის პირს კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ აქვს გადაცემული.

“გამოვლინდა თითო შემთხვევა, როდესაც თანამდებობის პირი ამავდროულად საწარმოს დირექტორია და ასევე არ აქვს დეკლარირებული ოჯახის წევრის წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანია. 5 შემთხვევაში თანამდებობის პირებმა დეკლარაციაში არ მიუთითეს მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

მსგავსი პოსტები

Back to top button