საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი პრეზიდენტს გადაეგზავნა

პარლამენტმა პრეზიდენტს ” საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებათა პაკეტი გადაუგზავნა.
მარგველაშვილს ათი დღის ვადა აქვს მის ხელმოსაწერად ან ვეტოს დასადებად. პრეზიდენტი მანამდე სავარაუდოდ კონსულტაციებს გამართავს დაინტერსებულ მხარეებთან, რის შემდეგაც მიიღებს გადაწყვეტილებას. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, გიორგი მარგველაშვილს შენიშვნები აქვს კანონთან დაკავშირებით.
პრეზიდენტმა კანონზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ მისი დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითია. უახლოეს დღეებში პრეზიდენტის ადმინისტრაცია კანონს ვენეციის კომისიას გადაუგზავნის.