მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საკანონმდებლო ცვლილებები საპარლამენტო ოპოზიციის სრულყოფილი მუშაობისთვის

ოპოზიციის სტატუსის მქონე დეპუტატების შესახებ, პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას იწყებს.

რეგლამენტის მიღებს შემდეგ უფრაქციო დეპუტატებს შეეძლებათ წარადგინონ ან თავად გახდნენ ვიცესპიკერები, ასევე დაიკავონ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის საპარლამენტო თანამდებობები.
მმართველ გუნდში თვლიან, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების საპარლამენტო საქმიანობა სრულყოფილი გახდება.

“იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, იმ დეპუტატებს, რომლებიც უფრაქციოები არიან მაგრამ არიან ოპოზიციაში უნდა მიეცეთ საშუალება იმისა, რომ საპარლამენტო ცხოვრების ყველა სრულფასოვანი ბერკეტი მათ ხელშიც იყოს. მათ შორის დებატები, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობა და ა.შ ეს არის კეთილი ნება იმისათვის, რომ საპარლამენტო ცხოვრება ყოველმხრივ იყოს სრულმასშტაბიანი,”- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი

მოისმინეთ ირაკლი ქადაგიშვილის კომენტარი

 

მსგავსი პოსტები

Back to top button