საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა მხოლოდ ოპოზიციის მონაწილეობით

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა, მოსახლეობასთან შეხვედრებით დაიწყეს დაიცავი კონსტიტუციაში შემავალმა პოლიტიკურმა პარტიებმა. ისინი მეტრო რუსთაველთან ფლაერებს არიგებენ და მოუწოდებენ მოქალაქეებს, ჩაერთონ კამპანიაში და დაიცვან პრეზიდენტის არჩევის უფლება.

“ეს კამპანია გაგრძელდება სანამ ეს საფრთხე დგას, რომ დავიცვათ კონსტიტუცია. დავიცვათ უფლება, რომ ავირჩიოთ ჩვენი პრეზიდენტი, ამ უფლებას დღეს ხალხს თავხედურად ართმევენ. რაც საქართველო დამოუკიდებელია, ჩვენი ხალხი ირჩევს თავის პრეზიდენტს, დღეს ამ უფლებას ოლიგარქი და მისი მთავრობა ხალხს ართმევს”, – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნიკა რურუამ.

მოსახლეობასთან შეხვედრაზე ასევე იმყოფება სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

“არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი, ან ფაქტობრივად საკონსტიტუციო გარანტიას ვუქმნით არაფორმალურ მმართველობას, ან რეალურად გამოვფხიზლდებით, ცოტა შევაქნევთ თავს და მიხვდებით, რომ კატასტროფას გვიმზადებს ქართული ოცნება. სწორედ ამიტომ ვართ აქ, რომ მოსახლეობას ველაპარაკოთ,” – განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button