“საქართველოში ევროპული სკოლა გაიხსნება”

“საქართველოში მიმდინარე წლის სექტემბრიდან ევროპული სკოლა გაიხსნება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ სკოლის გახსნის იდეა სწორედ იოჰანეს ჰანს ეკუთვნის.

“ევროკომისიასთან ერთად ჩვენ ვგეგმავთ საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლის გახსნას. ეს იდეა ეკუთვნის ევროკომისარ იოჰანეს ჰანს, რომლისთვისაც მინდა მას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ეს სკოლა საშუალებას მისცემს ჩვენს ახალგაზრდობას, უკვე მომავალი წლის სექტემბრიდან მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება და ამით ეს სკოლა საფუძველს ჩაუყრის მომავალში ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო კვალიფიციური, პროფესიული კადრების მომზადებას. მოგეხსენებათ, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა ევროკავშირში მობილობის კუთხით – სულ უფრო მეტი სტუდენტი-ახალგაზრდა, პროფესორ-მასწავლებელი იყენებს ევროკავშირის საგანმანათლებლო, ახალგაზრდული თუ კულტურული პროგრამებით გახსნილ ახალ შესაძლებლობებს”,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპული სკოლა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სხვა ქვეყნების ახალგაზრდებისთვისაც იქნება ევროპული ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების მიმწოდებელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button