მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

აქციაზე დისტანციის დასაცავ სტიკერებზე პუტინია გამოსახული

დღეს, 20 ივნისს, “გავრილოვის ღამიდან” ერთი წლის თავზე, რუსთაველის გამზირზე, მოძრაობა “სირცხვილიას” ორგანიზებით, აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორებმა პანდემიის გამო დაწესებული 2 მეტრიანი დისტანციის დასაცავად, ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით სტიკერები მიიტანეს.

“გავრილოვის ღამის“ წლისათავისადმი მიძღვნილი აქცია “ჩვენ გვახსოვს, რა ჩაიდინეთ წინა ზაფხულს” 19:00-ზე დაიწყება.

გავრილოვის ღამე: 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქციები მოჰყვა.

ხელისუფლებამ აქცია პოლიციელების, სპეცრაზმისა და სპეციალური ტექნიკის საშუალებით დაარბია. აქციის დაშლისას გამოყენებული იქნა რეზინის ტყვიები, რომელთა შესახებ ინფორმაციას ხელისუფლება ამ დრომდე მალავს. დაშავდა 300-მდე ადამიანი, 187 დემონსტრანტი, 40-მდე ჟურნალისტი, 73 სამართალდამცველი.

ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით გადაიყვანეს სავადმყოფოებში. აქციის ორმა მონაწილემ კი, მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button