საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი კვლავ დავის საგანია

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც 2024 წლიდან ბარიერის დაწევას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს კვლავ დავის საგანია ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის. ცვლილებებზე მსჯელობის განახლებას დადებითად აფასებს ოპოზიციური სპექტრი, თუმცა მიიჩნევენ, რომ პირველი მოსმენისას დამტკიცებულ კანონპროექტში ძირეული ცვლილებები აღარ უნდა განხორციელდეს.
“მოქალაქეების” წევრი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ მმართველ პარტიასთან კონსულტაციები უნდა დაიწყოს.
“რესპუბლიკური” პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძის განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის უკვე შეთანხმებული ვერსია ცვლილებების გარეშე, იგივე რედაქციით მიიღონ მეორე მოსმენით.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის ულტიმატუმი, რომ პირველი მოსმენისას დამტკიცებულ კანონპროექტში ძირეული ცვლილებები აღარ უნდა განხორციელდეს, მართველი გუნდისთვის მიუღებელია.
“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია კანონპროექტზე მსჯელობისას ოპოზიციური პარტიების ჩართულობა და ცვლილებების კონსესუსით მიღება.
პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი მიქანაძე ოპოზიციის მიდგომას არასწორს და არაკონსტრუქციულს უწოდებს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ საპარლამენტო ოპოზიცია და პარტიები ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში უნდა მონაწილეობდნენ.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 2024 წლიდან ბარიერის დაწევას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.
ოპოზიციიდან ლევან იოსელიანის, ხათუნა სამნიძის და ჰერმან საბოს ხმა
მმართველი გუნდიდან გივი მიქანაძის და გურამ მაჭარაშვილის ხმა