მნიშვნელოვანირეგიონი

საკრებულოს დეპუტატმა, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა დატოვა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა დატოვა.

საკრებულოს დეპუტატმა, იმედა კევლიშვილმა ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილება ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მიიღო.

საკრებულოს წევრი ამბობს, რომ მოცემულ ვითარებაში, საკუთარ თავს, ფრაქციაში ვეღარ ხედავს.

” მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ფრაქცია საკრებულოში. პარტიის წევრად და მხარდამჭერად დავრჩები, ოცნებასთან ბრძოლას გავაგრძელებ, მაგრამ სადაც მერაბიშვილი და კეზერაშვილი არიან, მე იქ ვერ გავჩერდები. ხაბეიშვილი რომ ფორმალური თავმჯდომარეა, ეგ თვითონაც იცის, მისმა მომხრეებმაც და მოწინააღმდეგეებმაც. არაფორმალურ გავლენას რომ ებრძვი, თვითონ არ უნდა გქონდეს ეს პარტიაში”- განაცხადა კევლიშვილმა.

არჩევნების შედეგები ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში დღეს გამოცხადდა. პარტიის თავმჯდომარე, ამომრჩეველთა 52%- იანი მხარდაჭერით, ლევან ხაბეიშვილი გახდა.

მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ამომრჩეველთა ხმების 40% მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button