საკრებულოს თავმჯდომარე “ქრონიკა +”-ში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე უარყოფს ბეჭდურ პრესაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ მან ლაგოდეხის გამგებლის შესაძლო დაჭერა დააანონსა.
რადიო “ჰერეთის” საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუ “თავისუფალ დროში” გასულ ინტერვიუში გოდერძი ბარბაქაძემ განაცხადა, რომ “სტატია, სადაც თითქოს ის გამგებლის დაჭერის ფაქტს აანონსებს, სიცრუეა”.
ბარბაქაძის თქმით, “საკრებულო გამგებლის პასუხისმგებლობის საკითხს არ განიხილავს”.
გადაცემაში მონაწილეობა მიიღო სტატიის ავტრომა, გაზეთ “ქრონიკა+” ჟურნალისტმა მაკა მოსიაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ გოდერძი ბარბაქემ მასთან საუბარში მომავალში გამგებლის “დაჭერა” ნამდვილად დაანონსა და მას ამის დამადასტურებელი მალასაც გააჩნია.
შეგახსენებთ , რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” გამგებელი კახა ჯამბურია “კორუფციაში” დაადანაშაულა და განაცხადა, რომ “საკრებულომ გამგებლის იმპიჩმენტის პროცედურები უნდა დაიწყოს, პროკურატურამ კი საქმის შესწავლა, რადგან გამგებელმა მუნიციპალიტეტის კუთვნილი “კამაცუს” ტიპის ტრაქტორი კერძო ფერმერის დავით ლომიძის ნაკვეთებში ამუშავა“. ბრალდებებს უარყოფს გამგებელი კახა ჯამბურია.
“მიმართეთ პროკურატურას და იდავეთ”, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიის ბრალდებებს გამგებელი. კახა ჯამბურიას თქმით, „დასამალი არაფერი აქვს, რადგან მის მიმათ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა“.