კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

საკრებულოს თავმჯდომარის შვილი ყაჩაღობაზე დააკავეს

ბესო ტაბიძე

პირი, რომელმაც ბათუმში სავალუტო ჯიხური დააყაჩაღა, ლანჩხუთის საკრებულოს თავჯდომარის, ბესო ტაბიძის შვილია.

პოლიციამ ბათუმში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 1 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ვ.ტ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრი

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურს ყაჩაღურად თავს დაესხა და ამავე სავალუტო ჯიხურის მფლობელს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა. თუმცა, თანხის წაღებას ვერ შეძლო, რის შემდეგაც, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button