მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

თარხან-მოურავი და ინაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. “მთავარი არხის” ინფორმაციით, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი 2 დღის წინ, ენგურის ხიდის გავლით, აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ და იქ, დაახლოებით, 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ტერიტორია მათ ღამის 12 საათისკენ დატოვეს.

მათ უპრობლემოდ გაიარეს ბლოკ-საგუშაგოები, რომელსაც ქართველი სამართალდამცველები აკონტროლებენ, მათ შორის, საგუშაგო, სადაც სპეცდანიშნულების რაზმი დგას.

ენგურის ხიდთან, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ჩაკეტილია, თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი სპეციალურმა მანქანამ მიაცილა. ორივე მათგანი ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ დაინახა.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერების ოკუპირებულ რეგიონში ყოფნას უდასტურებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები, რომლებმაც ენგურის ხიდიდან ორივე პოლიტიკოსი განმუხურში, საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის “პარტიოტთა ალიანსის” ლიდერებმა განმუხური უკვე დატოვეს და თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

მათი თანაგუნდელი გიორგი ლომია ამბობს, რომ თარხან-მოურავი ახლა აჭარაშია. რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას, ამაზე ლომია არაფერს ამბობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button