მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სალხინოში ეპარქიაში დილიდან მიმდინარე მოვლენებს შსს-ში გამოეხმაურნენ

სალხინოში ეპარქიაში დილიდან მიმდინარე მოვლენებს შსს-ში გამოეხმაურნენ.

უწყების განმარტებით,ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე დაპირისპირებაში მონაწილე ორივე მხარის წარმომადგენლები და ინციდენტში მონაწილე პირები, ამ დროისთვის გამოკითხვის მიზნით გადაყვანილნი არიან პოლიციის განყოფილებაში.

სამართალდამცველების მიერ მიმდინარეობს ინციდნტში მონაწილე პირების გამოკითხვა. ასევე, ინციდენტის დროს დაზიანდა საპატრიარქოს კუთვნილი ტექნიკა – კერძოდ ვიდეოკამერა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ,სალხინოში დაპირისპირება და ხმაური გრძელდება.
სასულიერო პირები ამბობენ, რომ მათ დილით ადგილზე მისული მეუფე სტეფანესთვის წირვის ჩატარებაში ხელი არ შეუშლიათ, თუმცა ამის მიუხედავად, ისინი მონასტრიდან მაინც გააძევეს.

ამასთან, ადგილზე განვითარებული მოვლენების გამო ჩაიშალა სალხინოს მუსიკალური ფესტივალი “კამერატა”, რომელიც მონასტრის ეზოში უნდა ჩატარებულიყო.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე სპეცოპერაცია,სავარაუდოდ ქუთაისიდან ჩამოყვანილმა სამართალდამცავებმა და ზუგდიდიან განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს დანაყოფებმა ჩაატარეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button