მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მოსამართლეების წერილს, სასამართლო სისტემაში კახეთიდანაც ემიჯნებიან

მოსამართლეების წერილს, რომელიც აშშს-და ევროკავშირის ელჩების კრიტიკის პასუხად გავრცელდა, სასამართლო სისტემაში კახეთიდანაც ემიჯნებიან.

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მამუკა წიკლაურმა, კოლეგების მსგავსად, საკუთარი პოზიცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“ვემიჯნები ჩემი კოლეგების წერილს, რაც აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკის საპასუხოდ გავრცელდა. მიმაჩნია, რომ ასევე შეცდომა იყო შარლ მიშელის დოკუმენტის დაგმობა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არ მიმიღია მონაწილეობა არც საბჭოს არჩევნებში და არც შარლ მიშელის დოკუმენტის „შეფასებაში”- წერს წიკლაური.

იუსტიციის საბჭოს მიერ, ორი წევრის დანიშვნის საკითხზე, ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების პოზიციის კრიტიკას, სულ 11 მოსამართლე გაემიჯნა, რომელთა შორის, სააპელაციო სასამართლოსა და რაიონული სასამართლოს მოსამართლეებიც არიან.

მოსამართლეები იმ წერილს ემიჯნებიან, რომელიც გუშინ გავრცელდა და სადაც აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკის პასუხად ნათქვამია, რომ დიპლომატები ქვეყნის შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიონ.

სხვადასხვა ინსტანციის მოსამართლეები თვლიან, რომ საერთაშორისო პარტნიორების და ქვეყნის მეგობრების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება, დამაზიანებელია სასამართლო სისტემისა და მთლიანად ქვეყნისათვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button