ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ სალომე სამადაშვილს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, რომელიც უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.
ამის შესახებ მან საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა. სამადაშვილის თქმით, ის ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსის 2295 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.