მნიშვნელოვანისაქართველო

“ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ ცხელ კვალზე დააკავეს 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით.

ციტატა შსს განცხადებიდან:

“გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც დაკავებულმა არასრულწლოვანმა კიდევ ორ არასრულწლოვანს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ერთ ერთი დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. რაც შეეხება ამავე შემთხვევის დროს, მეორე არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტს, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა. დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომლის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.”- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button