მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სალომე ზურაბიშვილი გმობს დღეს განვითარებულ მოვლენებს

საქართველოში დღეს განვითარებულ მოვლენებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშილი ეხაურება და გმობს ძალადობრივ ქმედებებს.

“ყველას აქვს უფლება გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება და თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი!

მოვუწოდებ ყველას, იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში და რადიკალური ქმედებებით ხელი არ შეუწყოს ძალადობის პროვოცირებას.

მიუღებელია მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისებში შეჭრა და მათზე თავდასხმები.

მოვუწოდებ ყველას თავშეკავებისკენ და შესაბამის ორგანოებს კი, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფისა და ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების აღკვეთისაკენ!

მიუღებელია ყველანაირი წაქეზება, რაც ხელს უწყობს რადიკალურ ქმედებებს, საზოგადოების პოლარიზაციას, აღვივებს დაპირისპირებას, აზიანებს ქვეყანას, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სტაბილურობას!” – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

აქციის ძალადობრივი მონაწილეები დღეს დილიდან შეიკრიბნენ და თავს დაესხნენ ჟურნალისტებს. დაშავებულია მედიის 30-მდე წარმომადგენელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button