მნიშვნელოვანისიახლეები

სალომე ზურაბიშვილი სამოქალაქო მოძრაობის წევრებს არ შეხვდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვედრისთვის ვადას 15.00 საათამდე აძლევენ.

აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს, შეხვდეს 10 კაციან ჯგუფს რომელიც პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნებს გააცნობენ.

ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, შეხვედრას აპირებენ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილთან მკვეთრად აფილირებულები არ არიან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია ერთ საათზე მეტია იმართება.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს ისტორიული შანსი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებით, დაპირისპირებული მოქალაქეები გააერთიანოს.

ვადა ამოწურულია-სალომე ზურაბიშვილი სამოქალაქო მოძრაობის წევრებს არ შეხვდა. ქვეყნის მთავარსარდალი საკუთარ მოქლაქეებს და მათ მოთხოვნებს საათზე მეტია სასახლიდან უსმენს.

მიხეილ სააკშვილის მხარდამჭერებსა და მისი გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი პლატფორმის წარმომადგენლებს სალომე ზურაბიშვილი არ გამოეხმაურა.

ათონელის რეზიდენციასთან შეკრებილები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, გამოიყენოს ისტორიული შანსი და ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად შეიწყალოს მესამე პრეზიდენტი.

საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, თეონა დოლენჯაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტს გასააზრებლად და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად დროს კიდევ მისცემენ, რადგან მისი თქმით, მათი მოთხოვნას ულტიმატუმის ფორმა არ აქვს.

სიმართლე გითხრათ, არ მქონდა იმედი, რომ 3 საათამდე რამე გარდამტეხი მოხდებოდა და სალომე ზურაბიშვილი მიგვიღებდა, თუმცა ეს ამავე დროს, არ ყოფილა ულტიმატუმი საქართველოს პრეზიდენტის მიმართ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთგვარი პროცესი. მას კიდევ უნდა მივცეთ დრო, რომ გაიაზროს ეს ყველაფერი და ჩენთან შეხვედრა მაინც შეძლოს, იმიტომ, რომ დიალოგს რომ არ აქვს ალტერნატივა, ეს მას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს. მან უნდა მოგვისმინოს, ნდა იფიქროს ამ ყველაფერზე კარგად და ეს ისტორიული შანსი მართლაც გამოიყენოს, იყოს მთავარი შემრიგებელი და მედიატორი ორ დაპირისპირებულ მხარეებს შორის. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, მე ვფიქრობ, რომ ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს უწყვეტად და მას კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა შემოუერთდეს, რადგან ჩვენ დღეს სხვა გზა არ გვაქვს, ჩენ დღეს თუ არ განვმუხტეთ ეს ყველაფერი, ხვალ შეიძლება ძალიან რთულ და შეუქცევად პროცესებამდე მივიდეთ, – განაცხადა დოლენჯაშვილმა.

ორბელიანების სასხლესთან ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტები, ხელოვანები ,მსახიობები, ჟურნალისტები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იმყოფებიან.

ცნობისთვის, ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ეროვნული შერიგების მოთხოვნით ორბელიანების სასახლესთან აქცია იმართება. ადგილზე შეკრებილები ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვენ თუმცა აქციიის მონაწილეებს პრეზიდენტი არ შეხვდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button