მნიშვნელოვანისიახლეები

სალომე ზურაბიშვილს ველოდები მე-12 დაწესებულებაში, ერთად ვიშიმშილოთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს მე-12 დაწესებულებაში ელოდება და ერთად შიმშილობას სთავაზობს

მიხეილ სააკაშვილის ხმა

სალომე ზურაბიშვილს ველოდები მე-12 დაწესებულებაში, ერთად ვიშიმშილოთ, ვასწავლი, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მისი სისხლის სამართლის ბრალდების საქმეზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით სხდომა მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ისაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო გამოსვლაზე, რა დროსაც მან ილია ჭავჭავაძის ლექსი გაიხსენა.

„საუბარი იყო იმაზე, რომ თურმე უცხოეთში არ შეიძლება ჩვენს პრობლემებზე საუბარი, რომ საჭიროა სიფრთხილე. გუშინ წინ ვუსმენდი პარლამენტის სხდომას, სალომე ზურაბიშვილი გამოდიოდა და გამახსენდა ილია ჭავჭავაძე. ბოდიში, თუ რამე სიტყვა შემეშალა, აქ აღარ მაქვს “გუგლი”: „ჩემზე ამბობენ, რომ სიავეს ქართლისას ამბობს, ჩვენს ცუდს არ მალავს, ეს ხომ ცხადი სიძულვილია. ბრიყვნი ამბობენ, წრფელი გული მაშივე სცნობს, ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია“.

ილია ჭავჭავაძემ უპასუხა სალომე ზურაბიშვილს და ყველა იმას, ვინც ამბობს, რომ საქართველო არ უნდა საუბრობდეს თურმე თავის გაჭირვებაზე.

სააკაშვილმა პროცესზე თქვა, რომ მას საზღვრის გადმოკვეთას ედავებიან, ზურაბიშვილს – გადაკვეთას.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლო პროცესი ექსპრეზიდენტის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button