რეგიონისაქართველოსიახლეები

სამართალდამცველებისა და ადგილობრივების დაპირისპირება მუშევანში

ბოლნისის სოფელ მუშევანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

“მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვა. მსუბუქად არის დაზიანებული 2 სატრანსპორტო საშუალება, ფიზიკური დაზიანების ფაქტი არ ფიქსირდება”, – აცხადებენ შსს-ში.

გუშინ, სოფელ მუშევანში სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადასაყვანად, ადგილზე ჯგუფი მივიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button