მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“სამართლიანი არჩევნები”ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს ასაჩივრებს

“სამართლიანმა არჩევნებმა” მერობის კანდიდატის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას საჩივრით მიმართა.

საუბარია 9 სექტემბერს, ”ქართული ოცნების” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის – გოგა გულორდავას მხარდამჭერ Facebook გვერდზე, სადაც გავრცელდა ფოტომასალა, რომელშიც ჩანს პარტიის აქტივისტების მიერ საკვები პროდუქტების შეძენისა და მოქალაქეებისთვის დარიგების ფაქტი.

“სამართლიანი არჩევნების” ცნობით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ”ა” ქვეპუნქტის დარღვევას და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 164”1” მუხლით განსაზღვრულ ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიასა და კანდიდატს, არ მიმართონ ამომრჩეველთან ურთიერთობის იმგვარ ფორმებს, რომლებიც შესაძლოა მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button