მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

„სამართლიანი არჩევნების“ საჩივარი კახეთში ნაწილობრივ დაკმაყოფლდა.

თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში, 21 ნოემბერს ლაგოდეხის #10.15,22 საარჩევნო უბანზე ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელის მიერ დაწერილი საჩივარი, მარკირების პროცედურების დარღვევას და ე.წ კარუსელს ეხებოდა .

არასამთავრობო ორგანიზაცია საჩივარში წერდა, რომ უბანზე მისულ ამომრჩეველს არ უტარდებოდა მარკირების შემოწმება და იყო რამდენიმე შემთხვევაც, როცა ამომრჩეველმა ხმა მისცა მარკირების გარეშე. თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე , რევაზ გაიპარაშვილი ირწმუნება, რომ ასეთი მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, რომელიც მალე გამოსწორდა.

თელავის საოლქო კომისიაში 23 ნოემბერს, საჩივრის განხილვისას მხარეებმა დამადასტურებელი დოკუმენტები და ახსნა-განმარტებები წარმოადგინეს. ხმათა უმრავლესობით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საარჩევნო უბნის ნაკადის მარეგულირებელს დისციპლინარული პასუხისმგებლობა , შენიშვნის სახით გამოეცხადა.

უბნის ბათილობას კი კომისია არ დაეთანხმა,რადგან ორგანიზაციამ მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა.

შეგახსენებთ, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად თელავის, ახმეტის, ყვარლის და ლაგოდეხის მეათე ოლქში 21 ნოემბერს ჩატარებული მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატ გიორგი ბოტკოველს ხმა მისცა 5608 ამომრჩეველმა, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილს 44 616-მა

მსგავსი პოსტები

Back to top button