მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში ფესტივალი “ღვინის დღეები” გადაიდო

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კახეთში ფესტივალი “ღვინის დღეები” გადაიდო.

გადაწყვეტილება მთავრობის მეთაურმა თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მიიღო.

ჯერჯერობით, გაურკვეველი ვადით გადაიდო ფესტივალი საგარეჯოში და ღვინის დღეების დასკვნითი ნაწილი, გურჯაანში.

ფესტივალის ჩატარების ზუსტი დრო, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

შეგახსენებთ, დღეს, ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ ორ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ტრაგიკული შემთხვევისას გარდაცვლილი 13 წლის გოგონა, მარიტა მეფარიშვილია.

მსგავსი პოსტები

Back to top button