მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

სამართლიანობა არის ერთადერთი წითელი ხაზი, რომელიც გვაქვს ჩვენ-ირაკლი კობახიძე

კრისტიან დანიელსონი ქართული ოცნების ლიდერებს შეხვდა , ამის შემდეგ უკვე დენიელსონს ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდებიან . მოლაპარაკების პროცესში ევროკავშირის წარმომადგენლის მედიაციის ფონზე, ოპოზიცია მოთხოვნებს ისევ არ ცვლის და პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში თანხმდება თუ ქვეყნაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნება და შეწყდება პოლიტიკური დევნა შეწყდება.

„თუ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. შეწყდება პოლიტიკური დევნა და მოხდება იმ საკონსტიტუციო პაკეტის ინიცირება, რომლითაც დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და დაბალი ბარიერით.

ამ ცვლილებას დასჭირდება საკონსტიტუციო კვორუმი და კენჭისყრა პარლამენტში. ამიტომ, თუ ეს შეთანხმება შედგა, მე შემიძლია ჩემი სახელით გითხრათ, რომ ოპოზიცია მზად იქნება, განიხილოს პარლამენტში შესვლა”. – თქვა დავით ბაქრაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით კი მათთვის წითელი ხაზი მხოლოდ სამართლიანობაა.

“ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით, ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა მთავარი კრიტერიუმი რა, რომ შეთანხმება რომელიც შედგება უნდა იყოს სამართლიანი, ამის იქით კომენტარს ვერ გავაკეთებ, ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ბუნებრივია სამართლიანობის პრიცნიპით, რასაც ჩავთვლით სამართლიანად, ბუნებრივია, იმას ხელს მოვაწერთ. წითელი ხაზი არის სამართლიანობა მეტი არაფერი, სამართლიანობა არის ერთადერთი წითელი ხაზი, რომელიც გვაქვს ჩვენ”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დენიელსონი ქართული ოცნების ლიდერებთან შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებოდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button