სიახლეები

სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთის” სარჩელის განხილვა დაიწყო

მიხეილ ჯახუა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთის” სარჩელის განხილვა 20 თებერვლამდე, სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების მოტივით გადაიდო. საქმე ეხება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიმაუწყებლობის კონკურსში მონაწილე სამაუწყებლო კომპანიებს – რადიო ჰერეთსა და რადიო პალიტრას შორის, გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან, აღნიშნული ოქმის ბათილად ცნობას და კონკურსში რადიო ჰერეთის გამარჯვებულად გამოცხადებას ითხოვს.

მოსარჩელე მხარის პოზიციით, კონკურსი თავიდანვე დარღვევებით გამოცხადდა და კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლის თაობაზე, პირადი შეხედულების მიხედვით, უკანონოდ მიიღო.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებით, კომისიამ კონკურსანტების სამაუწყებლო კონცეფციებს შორის უპირატესობა ვერც ერთს მიანიჭა და ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ორი ახალი კონკურსი დანიშნა. მათ შორის ერთ-ერთ კონკურსში კი, გამარჯვებულად, რადიო პალიტრა გამოაცხადა.
დღევანდელ სხდომაზე, მოსარჩელე მხარემ შაუმდგომლობა დააყენა, საქმეს დაერთოს ხელახლა გამოცხადებულ კონკურსებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.
ჩაერთვება თუ არა პროცესში რადიო პალიტრა მესამე მხარედ, სავარაუდოდ, მომდევნო სხდომაზე გადაწყდება.

სასამართლო დავასთან დაკავშირებით, დამატებითი განმარტების გაკეთება კომუნიკაციების კომისიამ არ ისურვა.

მოისმინეთ სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დამფუძნებლის რამაზ სამხარაძის და საიას იურისტის, მიხეილ ჯახუას კომენტარი

[fap_track id=”68917″ layout=”list” enqueue=”no” auto_enqueue=”yes”]

მსგავსი პოსტები

Back to top button