საქართველოში საპოლიციო კონტროლი დაიწყო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრევენციის მიზნით საქართველოს მასშტაბით საპოლიციო კონტროლის განხორციელება დაიწყო.
შსს-ში გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, რომ საპოლიციო კონტროლის შედეგად უკვე დაკავებულია ათი პირი. პოლიციამ მიაკვლია დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის იარაღს და საბრძოლო მასალებს, ასევე ნარკოტიკულ საშუალებებს.
“საპოლიციო კონტროლი ემსახურება საზოგადოების უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვას”, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც განმარტეს, რომ საპოლიციო კონტროლი პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს.