სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი გიზო უბილავა თანამდებობიდან გაათავისუფლეს. რადიო “ათინათის” ინფორმაციით, მის ადგილზე დასავლეთ საქართველოს ყოფილი პროკურორი ილია ჯალაღანია ინიშნება, გიზო უბილავა კი გლდანი-ნაძალადევის პროკურატურაში გადაჰყავთ.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობიდან გათავისუფლებულია ფოთის პროკურორი ალექსანდრე გოგუაძე, რომლის პოსტიდან გაშვებაც მისი შვილის ქურდობასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბოლოდროინდელ ინფორმაციებს უკავშირდება.

მთავარ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ სისტემაში შიდა საკადრო გაადგილებები მიმდინარეობს, თუმცა აცხადებენ, რომ “არც ერთი პროკურორი სახლში არ გაუშვიათ”.

“გიდასტურებთ, რომ შიდა საკადრო გადაადგილებები მიმდინარეობს, თუმცა ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ორშაბათს გავავრცელებთ. არც ერთი პროკურორი სახლში არ გაგვიშვია. საუბარია საკადრო გადაადგილებაზე”, – აღნიშნავენ პროკურატურაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button