ზაზა ფაჩულია სასარგებლო მოთამაშეების სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა

პორტალ sbnation.com-მა მიმდინარე სეზონის სასარგებლო კალათბურთელთა ხუთეული დაასახელა, სადაც ზაზა ფაჩულიაც მოხვდა.

დასახელებულთა შორის “ოლ სტარზე” არცერთი კალათბურთელი არ მოხვედრილა.

სტატიაში ნათვამია, რომ ეს კალათბურთელები შავ სამუშაოს ასრულებენ, ისინი საკუთარ სტატისტიკაზე არ არიან ორიენტირებული და გუნდის წარმატებაზე ზრუნავენ.

სასარგებლო კალათბურთელების ხუთეულში შევიდნენ:

უკანახაზელები: ჯრუ ჰოლიდეი (“ნიუ ორლეანი”), ჯეი ჯეი რედიკი (“კლიპერსი”).

ფორვარდები: ზაზა ფაჩულია (“დალასი”), სერჟ იბაკა (“ოკლაჰომა”), ჯეი კრაუდერი (“ბოსტონი”)

მსგავსი პოსტები

Back to top button