კრიმინალი
სამეგრელოში კორონავირუსის 232 დღიური მაჩვენებელია

სამეგრელოს სამ კოვიდკლინიკაში 212 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
მათგან: რუხის კლინიკაში 142 კოვიდ პაციენტია მოთავსებული, ფოთის ჰოსპიტალში -40, სენაკში, “სენამედის”კოვიდ კლინიკაში კი 30 ადამიანი მკურნალობს.
ამის შესახებ ინფორმაციას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით,აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებში ამჟამად მყოფი პაციენტებიდან 85-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, 11-ის კი მძიმე.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის 232 ახალი შემთხვევა დადასტურდა.