მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
სამეგრელოში თხილით დატვირთული მიკროავტობუსი გაიტაცეს

ხობი-ფოთის გზაზე თხილით დატვირტული მიკროავტობუსი გაიტაცეს.
მიკროავტობუსს, გზაზე 3 შეიარაღებული პირი, მაშინ დახვდა, როცა მას ქობულეთიდან ზუგდიდში, ქარხანაში დამაფასოებელი თხილის გული გადაჰქონდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსში 2 პირი იმყოფებოდა, ორივე ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
ბოროტმოქმედებმა თხილით სავსე მიკროავტობუსის გარდა, მობილური ტელეფონიც წაიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გატაცების ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართღლის კოდექსის 179-ე მუხლითაა დაწყებული.
დანაშაული თავისუფლების 5-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.