მნიშვნელოვანისიახლეები

სამგზავრო ბარათის გაყიდვა დიზაინის გამო გაჩერდა

პირველი თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სააბონენტო სისტემა ამოქმედდება

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი სამგზავრო ბარათების გაყიდვა დიზაინის შეცვლის მიზნით, ერთი დღით შეჩერდა.

რადიო თბილისს, თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში განუცხადეს, რომ შეჩერების მიზეზთან დაკავშირებით განცხადებას ბარათის დამზადებელი “საქართველოს ბანკი” დღის განმავლობაში გაავრცელებს.

“საქართველოს ბანკის შეცდომაა და გამოასწორებენ, განცხადებასაც გაავრცელებენ.მერიამ ბარათის სხვა დიზაინი მისცა და სავარაუდოდ დიზაინერის შეცდომაა”

მათი თქმით, გაყიდვა ხვალიდან, 10 იანვრიდან ისევ გაგრძელდება.

რადიო თბილისმა ბარათის დიზაინის ფოტო მოიპოვა.

სამგზავრო პაკეტების შეძენა მეტროს სალაროებში 5, საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებში კი 6 იანვარს დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 8 იანვარს facebook-ზე გავრცელდა ბარათის ფოტოები, სადაც ჩამონათვალში ავტობუსთან, მიკროავტობუსსა და მეტროსთან ერთად “საბაგარო” წერია.

პირველი თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სააბონენტო სისტემა ამოქმედდება. შედეგად, ერთჯერადი, ერთი სახეობის ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდება და ღირებულება 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი გახდება. მისი გადახდა მგზავრს შეეძლება, როგორც ძველებურად, საბანკო ბარათებით, ისე, ახალი სააბონენტო ბარათითაც. ავტობუსებში მგზავრობა ნაღდი ფულითაც იქნება შესაძლებელი.

ნახეთ ასევე თბილისის მერის განცხადება 👇

კალაძე: მოქალაქეს შეუძლია სამგზავრო ბარათი “განვადებით იყიდოს”

მსგავსი პოსტები

Back to top button