სამი ა(ა)იპი ერთიანდება – იგეგმება შტატების შემცირება

კულტურის ცენტრი, საბიბლიოთეკო გაერთიანება და ტურიზმის განვითრების ხელშეწყობის ცენტრი ერთიანდება – სამი აიპი ორგანიზაციის რეორგანიზაცია – შერწყმის გადაწყვეტილება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე მიიღო.

როგორც რადიო “ჰერეთს” გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ნინო ბატიაშვილმა განუცხადა, ორგანიზაციებში რეორგანიზაციის პროცესი ერთ თვეში დასრულდება. ბატიაშვილის თქმითვე, იგეგმება შტატების შემცირება.

“საკადრო ჟონგლიორობა” – ასე შეაფასა საკრებულოს წევრმა, გია ლობჟანიძემ სამი აიპი ორგანიზაციის გაერთიანების საკითხი.

მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ “ადგილობრივი ხელისუფლება მის მიერვე ხელოვნურად გაზრდილი შტატების შემცირებას ვეღარ ახერხებს და ორგანიზაციების გაერთიანებას ახდენს, რომელიც რეალურ შედეგს არ მოიტანს”.

ნინო ბატიაშვილი_გია ლობჟანიძე_ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button