სამირა ბაირამოვას გატაცებაში ბრალდებული დააკავეს

სამართალდამცველებმა 17 წლის სამირა ბაირამოვას გატაცებაში ბრალდებული პირი დააკავეს.

რუსეთის მოქალაქე, 1999 წელს დაბადებული მამაკაცი თბილისში აიყვანეს. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა თანამზრახველებთან ერთად, 19 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, თავისუფლება აღუკვეთა სოფელ ფონიჭალას დასახლებაში მცხოვრებ, გოგონას.

თანამზრახველების დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button