მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში 361 ბავშვია დაღუპული

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 361 ბავშვია დაღუპული, 702-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

5 აგვისტოს მდგომარეობით ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა

📌დონეცკის რეგიონში – 371

📌ხარკოვის ოლქში – 197

📌კიევის ოლქში – 116

📌ჩერნიგოვის ოლქში – 68

📌ლუგანსკის ოლქში – 61

📌ნიკოლაევის ოლქში – 58

📌ხერსონის ოლქში – 55

📌ზაპოროჟიეს ოლქში – 40.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 211 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 230 სრულად განადგურდა.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, ვინაიდან საუბარია მხოლოდ მათზე, ვისი სახელებიც დადასტურდა ბევრ რეგიონში, სადაც საომარი მოქმედებები გრძელდება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მსხვერპლის დათვლა შეუძლებელია რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

რუსეთის მხრიდან დაბომბვების და სროლის შედეგად უკრაინაში განადგურდა 2211 სასწავლო დაწესებულება.

მსგავსი პოსტები

Back to top button