არახამიას, იასკოს, გონჩარენკოს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმდათ
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასობით დიპლომატიური პასპორტი გააუქმა. მათ შორის, ვისაც აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხოთ უკრაინელი დეპუტატებიც არია ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია “უნიანი” ავრცელებს და 225 კაციან სიას აქვეყნებს, ვინც საგარეო უწყების გადაწყვეტილებით, დიპლომატიური პასპორტით სარგებლობას ვერ შეძლებს.
„უნიანის“ ცნობით, დიპლომატიური პასპორტების ჩამორთმევა ეხებათ საკანონმდებლო ორგანოს იმ დეპუტატებს, რომლებმაც მივლინების შემდეგ ოფიციალური დოკუმენტაცია არ წარადგინეს.
სხვა მაღალჩინოსნებს შორის სიაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, ლიზა იასკო, ალექსი გონჩარენკო არიან.
როგორც უკრაინული მედია წერს, “ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაბრაზებულია ომის დროს დეპუტატების საზღვარგარეთ არამიზნობრივი ვიზიტებით”.