მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
სამომავლოდაც გამოვრიცხავთ ასეთი ტიპის შეთანხმებებში შესვლას-ანრი ოხანაშვილი
შეთახმების დოკუმენტის ანულირების გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ განმარტეს ქართყლ ოცნებაში. მმართველ პარტიაში ამბობენ რომ ისინი აღარ აპირებენ მსგავსი ტიპის შეთანხმებაში დაბრუნებას მიუხედავად იმისა, მოაწერს თუ არა ხელს აღნიშნულ დოკუმენტს “ნაციონალური მოძრაობა”.
“შემდგომშიც და სამომავლოდაც ჩვენ გამოვრიცხავთ ასეთი ტიპის შეთანხმებებში შესვლას, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოებიდან გაყვანას, ვინაიდან ფაქტია და დავრწმუნდით, რომ ამან არაფერი კარგი არ მოიტანა, პირიქით უფრო გააღვივა პოლარიზაცია,” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს 19 აპრილს მოეწერა ხელი, 28 ივლისს კი “ქართულმა ოცნებამ” აღნიშნული დოკუმენტის ანულირების გადაწყვეტილება მიიღო,რასაცმწვავე საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა.