სამფეხა ბრანჯელინა eBay-ზე გამოფინეს [Photo]

ინტერნეტ-აუქციონ eBay-ს მომხმარებლებმა ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის სამფეხა ცვილის ქანდაკებაზე საჯარო ვაჭრობა გამოაცხადეს.

კომპოზიციის ავტორმა, ბარნი მარკომ საკუთარ ნამუშევარს დაშლილი ბრანჯელინას (ბრედი-ანჯელინა) მემორიალი დაარქვა.

აღწერის მიხედვით, ქანდაკება 1990 წელს შეიქმნა, თუმცა ეს თარიღი მომხმარებლებისთვის გაუგებარია, ვინაიდან წყვილმა ერთმანეთი 2004 წელს გაიცნო.

ასევე უცნაურად გამოიყურება ბრანჯელინას საერთო ფეხი, რომელსაც 2 ცერა თითი აქვს და პიტის მხარეს თმის საფარითაა დაფარული. მაგრამ ყველაზე დიდ კითხვის ნიშანს ბადებს ის გარემოება, რომ გამყიდველმა ლოტი “რელიგიური საგნების” განყოფილებაში განათავსა.

ერთმეტრიანი ცვილის ქანდაკების საწყისი ფასი 3,5 ათასი გირვანქა სტერლინგია, თუმცა გამყიდველმა მიუთითა, რომ ბრანჯელინასთან განშორებას 10 ათას გირვანქა სტერლინგზე ნაკლებ ფასად არ აპირებს.

აუქციონის შედეგები შაბათს, 15 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”44207″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button