“სამშენებლო სამუშაოებს გასულ წელს 14 ადამიანი ემსხვერპლა”
გასული ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოებზე საქართველოში 14 ადამიანი გარდაიცვალა, 11 კი მძიმედ დაშავდა – ნათქვამია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისა და საქართველოს მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის ერთობლივ განცხადებაში.
პროფკავშირების ცნობით, სულ 2014 წელს სამუშაო ადგილზე 41 ადამიანი დაიღუპა, 66-მა კი სხვადასხვა სიმძიმის ტრავმა მიიღო.
განცხადებაში აღნიშნულია: “იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია6 ივლისს მოულოდნელი ნგრევა აფაქიძის ქუჩაზე, სპეციალური მოკვლევა სჭირდება, მაგრამ “ფაქტია, რომ სამშენებლო სექტორში სამუშაოს წარმოება ხშირ შემთხვევებში შრომის უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევებით ხდება”.