სამთო-სათხილამურო კურორტი “თეთნულდი” გაიხსნა [Photo]
სვანეთში “თეთნულდის” სამთო-სათხილამურო კურორტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. აღნიშნულ ინფორმაცია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გამოშვება “კურიერი” ავრცელებს.
“დღეს თეთნულდზე ფუნქციონირებს ერთი სათხილამურო ტრასა. ჩვენ ვგეგმავთ, წლის ბოლომდე, კიდევ სამი საბაგირო გზა შევიდეს ექსპლუატაციაში. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
“თეთნულდის” სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი – 9.5 კილომეტრი და ყველაზე დიდი ვერტიკალური დაშვების მქონდე – 1.7 კილომეტრი იქნება.
სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობის პროექტის 100 მილიონი ლარის ღირებულებისაა და მას საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს მთავრობა აფინანსებს.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”29886″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]