საპოლიციო კონტროლი და დაკავებები საქართველოში
საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო კონტროლის შედეგად დაკავებულია 3 ძებნილი და ქვეყანაში არალეგალურად მყოფი რუსეთის ერთი მოქალაქე. ეს არის შსს სტატისტიკა, რომელიც უწყებამ გაავრცელა.
ასევე გამოვლინდა სისხლის სამართლის 101 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 769 ფაქტი. მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ქურდობის, წვრილმანი ხულიგნობის და ცივი იარაღის ტარების ფაქტი.
ასევე ამოღებულია 4 ავტომატი, გადაჭრილი სანადირო თოფი, 5 პისტოლეტი და სხვადასხვა საბრძოლო მასალა.