საქართველოსიახლეები

სანამ ხელისულფლება პასუხს არ აგებს, აქედან წამსვლელი არ ვარ – მაჩალიკაშვილი

პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ სპეციალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, სანამ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება, მისი პროტესტი არ დასრუდება. 27 მაისს, ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც პარლამენტის წინ მაჩალიკაშვილი მხარდამჭერი აქციები დაიწყო.

,,ჩემი ბრძოლა გაგარძელდება, მიუხედავად, იმისა, რომ დავიღალე და თითქმის წაქცევის პირას ვარ მისული, კიდევ გავაგრძელებ ამ ბრძოლას. რა მასშტაბებით, ამას უახლოეს მომავალში გავახმიანებ. თემირლანის სამქმე იყო სამი დღის გამოსაძებელი საქმე, მაგრამ ხლეისუფლება იმას ელოდება, როდის დავარდება მაჩალიკაშვილი მუხლებზე, ტყუილად ელოდებიან რომ გავტყდები და ეს საქმე ჩაიფარცხება. მე ჩემი გეგმები მაქვს, როგორ გავაგრძელო ეს ბრძოლა, მაგრამ კანონისა და სამართლის ჩარჩოებს არ გაცდება“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა და აღნიშნა, რომ
მაჩალიკაშვილის თქმით, საპროტესტო აქციები გაიმართება პანკისის ხეობაში და ყველა ძალოვანი შენობის წინ.

მსგავსი პოსტები

Back to top button