მნიშვნელოვანისიახლეები

სანქციების საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა

უკრაინაში სამხედრო აგრესიის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო დონეზე, უმაღლესი თანამდებობის პირებთან და მედიასთან იცავდა და იცავს ქვეყნის იმიჯს და არაერთხელ განუცხადებია, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, არ არსებობს საქართველოს გზით სანქციების თავის არიდების ფაქტი.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღევანდელ მოცემულებაში, როცა ქვეყნის მიმართ ისმის ბრალდებები, თითქოსდა საქართველოს ტერიტორია გამოყენებულია სანქციებისგან თავის არიდებისთვის, საჭიროა, ხელისუფლებამ მიიღოს ყველა ზომა, რათა ქვეყნის რეპუტაცია ეფექტიანად იყოს დაცული.

“უკვე მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა პრეზიდენტის განცხადებები არასწორად გაავრცელონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ!

ამჯერად, საქმე ეხება სანქციების გვერდის ავლის თემას – საქართველოს პრეზიდენტს, ქვეყანა არათუ არასოდეს დაუდანაშაულებია ამ საკითხში, არამედ პირველია, ვინც საერთაშორისო მასშტაბით, როგორც უმაღლეს თანამდებობის პირებთან, ასევე, უცხოურ და ადგილობრივ მედიასთან იცავდა და იცავს ქვეყნის იმიჯს; მას არაერთხელ განუცხადებია, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, არ არსებობს საქართველოს გზით სანქციების თავის არიდების ფაქტი, პირიქით, საქართველოს ფინანსური სექტორი ზედმიწევნით ასრულებს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციას.

დღევანდელ მოცემულობაში, როცა ქვეყნის მიმართ ისმის ბრალდებები, თითქოსდა საქართველოს ტერიტორია გამოყენებულია სანქციებისგან თავის არიდებისთვის, საჭიროა, ხელისუფლებამ მიიღოს ყველა ზომა, რათა ქვეყნის რეპუტაცია ეფექტიანად იყოს დაცული,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ სანქციებთან დაკავშირებით „სიცრუის ტირაჟირებაში აიყოლიეს პრეზიდენტიც, რომელმაც ბრალდებებზე „კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხის“ გაცემა მოითხოვა“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ საქართველო ეროვნულ დონეზე რუსეთისთვის სანქციებს არ დააწესებს.

CNN-ის ჟურნალისტმა ქრისტიან ამანპურმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაზე ჰკითხა და ამის მაგალითად საქართველო დაასახელა.

ამის პასუხად ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მცდელობები მიუღებელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button