მნიშვნელოვანისიახლეები

,,სანქცირებული ვარ სანქცირება პრობლემას არ წარმოადგენს,,-აჭარის მთავრობის თავმჯდომარე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, მის სანქცირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პარტნიორები დროებით შეცდომაში შეიყვანეს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სანქცირება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

დასანქცირებული გახლავართ, ე.წ. სანქცირებული ვარ, დიახ. ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს”, — ამის შესახებ ნეტგაზეთთან საუბრისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, “მორალურ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ ისინი, ვინც ჩვენი პარტნიორები დროებით შეიყვანა შეცდომაში”.

“დასანქცირებული გახლავართ, ე.წ. სანქცირებული ვარ, დიახ. ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ვთვლი, რომ ჩემი დასანქცირების საკითხი იმისთვის უნდა წარმოადგენდეს პრობლემას, თუნდაც მორალურად პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ, ვინც ჩვენი პარტნიორები დროებით შეიყვანა შეცდომაში.

მე ამას გაუგებრობას დავარქმევ და იმედი მაქვს, რომ მალე დასრულდება.

…მე ვთვლი რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე არის ტურისტული სეზონის ფარგლებში დავასრულოთ ინფრასტრუქტურული პროექტები და ღირსეულად დავხვდეთ დამსვენებლებს”, — განაცხადა ნეტგაზეთთან საუბრისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა.

სულხან თამაზაშვილი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულია. კერძოდ, თამაზაშვილს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ 2024 წლის 19 დეკემბერს დაუწესა სანქციები შსს-ის სხვა მაღალჩინოსნებთან, მათ შორის, მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად. მას შემდეგ, სულხან თამაზაშვილი მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენითაც დააჯილდოვა.

დიდმა ბრიტანეთმა პოლიციის მაღალჩინოსნები, მათ შორის მინისტრი გომელაური დაასანქცირა
სულხან თამაზაშვილი მიმდინარე წლის 4 აპრილს წარუდგინეს საზოგადოებას ქართული ოცნების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ოცნების პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. ამავე დილით დაწერა გადადგომის შესახებ განცხადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button