საუდის არაბეთში საბანკო კრიზისი ძლიერდება

საბანკო კრიზისის გამო საუდის არაბეთის ცენტრალურმა ბანკმა (Saudi Arabian Monetary Agency) ადგილობრივი ბანკებისთვის შეღავათიანი კრედიტების გაცემა დაიწყო. – იუწყება გამოცემა

ცენტრალური ბანკი ქვეყნის დანარჩენი ბანკებსთვის საშეღავათო პერიოდში 4 მილიარდი დოლარის გაცემას გეგმავს.

საუდის არაბეთში ეკონომიკური კრიზისი ნავთობზე ფასის დაწევამ, ქვეყანაში სავალუტო ნაკადის შემოდინების შემცირებამ და საუდური რიალის დოლარზე მაღალმა დამოკიდებულებამ გამოიწვია.

გამოცემის ინფორმაციით, საუდის არაბეთში საკმაოდ მაღალი საბიუჯეტო დეფიციტი შეიქმნა, რომლის დაფინანსებას ხელისუფლება ობლიგაციების ადგილობრივ ვალუტაში გაყიდვითა და დეპოზიტების ამოღებით ახორციელებს.

2016 წლის პირველ კვარტალში, გაერთიანებული სამეფოს მთლიანი შიდა პროდუქტი გასულ წელთან შედარებით მხოლოდ 1,5%-ით გაიზარდა, რაც წინა წლებთან შედარებით ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ისიც აღსანიშნავია, რომ ქვეყნის სანავთობო სექტორი 0,7%-ით შემცირდა, ხოლო კერძო სანავთობო სექტორი მხოლოდ 0,2%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 25 წლის მანძილზე ეკონომიკური ზრდის ტემპების მინიმალურ დონემდე შემცირებაზე მიუთითებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button