საოლქო კომისიის წევრი „ოცნების“ კანდიდატის შეხვედრაზე

საოლქო კომისიის წევრი და ცესკოს წარმომადგენელი „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე.

ფაქტი ლაგოდეხში დაფიქსირდა. კერძოდ კი, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, 19:00 საათზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, გურამ მაჭარაშვილმა, ლაგოდეხში, კინოთეატრ „სინემაში“ ადგილობრივ პედაგოდებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ამსახველი ფოტო-მასალა კანდიდატმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც შეხვედრაზე დამსწრეთა შორის ჩანს N 15-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, ცესკოს წარმომადგენელი და ამავდროულად სოფელ კაბალის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლამარა ტაბატაძე.

როგორც „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს“ საოლქო კომისიის თავმჯდომარე მარიკა გიორგაძემ განუცხადა, მომხდარის გამო საოლქოში 2 საჩივარია შესული და მას იურისტები განიხილავენ.

იმ შემთხვევაში, თუ საოლქო კომისიამ ლამარა ტაბატაძის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა დაადგინა, მას 2000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება, რადგან საოლქო კომისიის წევრს ნებისმიერი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა კანონით ეკრძალება.

„სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ ლამარა ტაბატაძესაც დაუკავშირდა, თუმცა მან გვითხრა, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურს

მსგავსი პოსტები

Back to top button